soon to be updated :)

 My husband at work.

ჰეჰეჰე
როგორ მუშაობს თურმე,
………..

სინათლეში გადმოვედი, არ მომწონს თითქოს, მგონია გამაშიშვლეს.

არ ვიცი, აბა თუ შევეჩვევი…

უახ, რა ენაზე ვწერო აღარ ვიცი.
კიარადა
ბლიაწ! მოვედი ჩემი გასაჭირებით.
მინდა ამ ბანალურობებზე ქვითინი არადა. . .
ნეტავ თბილისში მორწმუნე ადამიანები თუ არსებობენ, ან ქართველები თუ არიან მორწმუნეები, არ ვგულისხმობ ქრისტიანობას ან იუდეველობას. თუ კი მაშინ მიხარია; ჩემს თავს რაღაცით მაინც ავხსნი. ხანდახან როგორ მშურს ხოლმე პუნკი ბავშვების, ისეთი დებილები და უაზროები შეუძლიათ იყვნენ. მათთვის არც ღალატი, არც სული, არც რელიგია არსებობს, ნუ პუნკობის ეტაპზე ყოველ შემთხვევაში. მეც ხომ გამომივლია ეგ ეტაპები, მაგრამ რელიგიას რატომ ვერ ვღალატობ? იმ ერთ გაღმერთებულ ადამიანს რატომ ვერ ვაკაცებ? ჩემი ალკოჰოლიანი სისხლიც და ტვინის მკვდარი უჯრედებიც ერთ კოდს ატარებდნენ: კევინ ართერ იერკი. ფსიქოთერაპიის პროექციული მეთოდებიც ვერ მშველიან რომ ემოციები დავაბალანსო და ის უაზრო ფორმულები ამოვაგდო პროგრამიდან რომლებიც მიწაზე ცხოვრებაში ხელს მიშლიან.
ყველა ჩემს ფსიქიკურ პროცესებზე დაკვირვების შემდეგ მივდივარ ერთ კაცთან_ მერაბ მამარდაშვილი: სიცოცხლე დაბადების შოკისგან მკურნალობაა. მე უკვე ვხსნი რატომ მესიზმრება ხოლმე ჩვილი ბავშვები თითქმის ყოველ სიზმარში რომელიც მახსოვს. ყველაზე საშინელი პერიოდი ადამიანის ცხოვრების მანძილზე არის მისი ბავშვობა. კრისტალური გონება და ფიზიკური უუნარობა ემორჩილო გონებას და უნივერსალურ უნარებს რომელიც შენს პატარა გენიალურ ტვინში ჩადო ვინ იცის რამ, შენი მყიფე ტვინი რომელზეც შავი ცხიმის ლაქებად რჩება გარემოს “მზრუნველობა”. საშინლად მეცოდებიან პატარა ბავშვები, ნებისმიერ ადამიანს რომ ღიმილს ჰგვრიან სიფათებზე და “შაკვარლად იაპაიაკს” აიძულებენ. გასაგებია რომ ელემენტარული ინსტიქტია რომელიც ყველა ადამიანში დევს_ იზრუნოს მასზე პატარაზე უნდა თუ არა. იგივე პატარებშიც ხდება ანალოგიური თოჯინებით თამაშების დროს. მაგრამ ჩემს სამყაროში ხომ სხვანაირად არის ყველაფერი! ჩემთან ჩვილ ტვინებს მიჰყავთ პარადი, ჩემთან ამება ცა და მიწებია, უზაფხულო დროებია, არავითარი დედამიწური განცვიფრებას არ იწვევს, . . .აქ მხოლოდ რელიგიებია ბავშვობაში დანერგილი შიშებიდან გამომდინარე, რელიგიები თბილი და მყუდრო თავშესაფრის გარანტიებად, რელიგიების ინვესტირება, რელიგიები სახლების საძირკველებად და ბუხარში რელიგიების დანთება გასათბობად. ყველა ფერის ბედნიერება გაქვს გარდა სექსუალურისა. კანით სიახლოვე გეკრძალება მათთან ვისაც უნდიხარ, მათი მონდომება გეკრძალება ვისაც უნდიხარ, შენი ნაორგაზმალი ოფლის გასინჯვა ეკრძალებათ მათ ვისაც უნდიხარ. სამაგიეროდ შენი სამოთხე შენს დამახინჯებულ ტანსა და კანში, გადაგვარებულ ფსიქიკაშია, ნუგეშშია რომ შენ “სწორად” იცხოვრე. იმ ნუგეშში რომელიც სექს დრაივებს გადაგიგვარებს.
დაანებეთ ჩემს მაზოხიზმს თავი!

When two minds have no homes but each other’s body but are still suffering from not having each other in time and space, does it make them fanatic? is fanatic a futurist word? is it bad?There’s always a battle between who you are and who you wanna be. then why have I never been given a chance to be who I want. …or why do I need outside definers of who I am. …maybe because I know I’m somewhat dependant on appreciation scales. The battle for survival makes you forget about esthetics, …makes you forget about anything else. But then, your only concern is how to earn some coins to buy your daily food to stay alive so that you can continue earning coins for eating. and your somatic system makes a mirror out of all those processes and it’s even seen on your skin.when my husband is who I am and our future is who I wanna be, does it disregard him in my future? (can I be more stupid?)when someone you love is the one who’s damaged your sanity, why do you love him even more? what is with you and gods? why do our curious minds lead us to our death? why is more always denied?

I wonder if the true beauty of a man is in his broken wings and wrinkly skin at the end, …damaged by knowing more as the result of his curious nature.I wonder if satan is our true server. I wonder why all  people have the same measure of black and white. I wonder why I love homeless psychopaths with no sense of conformity.  

why are people so easily slaved by even a bit of warmth and attention. why aren’t we called sunflowers?! why are unanswered questions always such obvious answers? why am I not ending these questions?I love the beginnings. they make me feel alive. Let’s live in constant changes, dear. Let’s be born every day all over again. Let’s walk like little kittens do. Let’s make our skin go old and crumpled . . .let us go of yesterdays. let’s spank me when/if I’m naughty.  *wink*

he was my enemy and I made a house out of us.

1 წლის წინ რამხელა დრო გავიდა 1 წლის შემდეგ. ბლააჰ, რა უაზრობაა!
მაგრამ მაინც.
მე ნაოჭები მიჩნდება. ძალიან ბევრი დრო დავხარჯე გამოუყენებლად.
გუშინწინ თითქმის მოვკვდი (ეგ უკვე მერამდენედ ვეამბორე სიკვდილს შიშველ ხელზე). სასიამოვნო გრძნობაა, მაგრამ ერთი რატომაც არ მინდოდა იყო ის, რომ როცა ოთახში მიპოვნიდნენ დიდი ხანი იქნებოდა გასული და შოკი იქნებოდა სხვებისთვის . . .და ჩემი გვამის სირცხვილი. სხვა ყველაფერს ჩვეულებრივად განვიცდიდი_ არ მეშინოდა, არც მენანებოდა, არც მებრალებოდა. ჩემ თავს ვებრძოდი რომ  არ წავქცეულიყავი, რომ ჩემივე თავთან არ მივსულიყავი და მაშინ გავაცნობიერე რომ სიკვდილი შენ თავში დაბადებაა, ოღონდ ჩადრიანი, არა აღქმადი, ეფერო, უსივრცო. სიკვდილი მოზაიკურია, რაც უფრო ახლოს მიდიხარ მით უარესად ხედავ მის მთლიან იმიჯს (ხატს).
ქაოსსაც აქვს ხიბლი ნეტავ? ან რაიმე ლოგიკური ბოლო, რომლიდანაც მოიხედავ და იტყვი: აჰაჰ, ეს აქ არის, ასეთია, ის იქით არის, ეს სხვანაირია, ეს გრძელია, ეს რთული, ეს ლამაზი, ის რა კარგი იყო? თუ არა, მაშინ უაზრობა იყო ჩემი დაბადება. და სიკვდილთან ქორწილისაც აღარ შემეშინდება. რამდენიმე თვის წინ რომ ლამის მთიდან ვვარდებოდი ის სულ სხვა გრძნობა იყო, მაშინ მეგონა რომ ჯერ არაფერს მიმიღწევია და ჩემი იმ დროს სიკვდილი ერთ-ერთი პროექტის ულოგიკო და დასანანი შეწყვეტა იქნებოდა. მაშინ მჯეროდა რომ უაზრობებისთვის არ იბადებიან და ალბათ ამიტომაც ვიყავი დარწმუნებული რომ არ ჩამოვვარდებოდი. ეხლა შემეცვალა დამოკიდებულება_ საკმარისი ჯოჯოხეთი ვიცხოვრე და ედემში მოხვედრასაც უკვე ფასი აღარ აქვს. იგივე რამეა რაღაც რომ ძალიან გინდა, ისე ძალიან რომ როცა მიიღებ ინდიფერენტული ხდები ამ რაღაცის მიმართ. მე ბავშვობიდან მომიშალეს მინდები. კომუნიზმის მყრალი ნარჩენი ვარ მაინც; და იმ ეკლესიის, რომელსაც კომუნიზმმა სისხლნარევი შარდი გადაავლო და რომელშიც ნაცრისფერი პოსტ-მიწისძვრული სიმშვიდე ამთქნარებს.
ვერ ვიჯერებ რომ 4 წლიან ურთიერთობაშI მხოლოდ 2 თვე ვცხოვრობდით ერთად. გუშინ მისი ძველი ბლოგი ვნახე. ღმერთო! ასეთი იდიოტი როგორ შემეძლო ვყოფილიყავი. “არაფერს ამბობდი, მეგონდა რომ შენზე არ მოქმედებდა”. კაცი, რომელიც იძახის რომ მისი მიზანი ვარ_ დრამებს აწყობს ყოფილი გოგოს გარშემო, სრულიად არასაჭირო დრამებს, ყველაფერს აკეთებს რომ თავი უკანასკნელ ადამიანად ვიგრძნო (რატომ გაუგებარია) და მე რა თქმა უნდა ცვილის ღიმილით ვისმენ ამ ყველაფერს… “არაფერს ამბობდი, მეგონა შენზე არ მოქმედებდა”. ჩემი განუმეორებელი სიცოცხლის საუკეთესო წლებს კომპიუტერთან ვატარებ მასთან ლაპარაკში, ღამეებს ვათენებ რომ ვუსმინო, რომ ჩემი სახელი გავამართლო. დასაწვავია ვეფხისტყაოსანი “სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოვლისა მოსახვეჭელსა”! ერს წამლავს. ნაადრევად კლავს, . . .ჯერ კიდევ ცოცხალი მაგალითი ვარ მაგ ყველაფრის.
ცხოვრება მინდა. ფრთების გაშლა მინდა, ყველა ფერი მინდა ავიღო და ფუნჯით მოვხატო ეს ტილო. ნეტავ ეს უფრო ბევრ ნაოჭს გამიცენს?! მაგრამ ეს ნაოჭები ხომ კომპრომისებით გამოწვეული არ იქნება, ეს ლამაზი მოხუცის ნაოჭები იქნება, დროული, გამართლებული, ბუნებასთან ჰარმონიული, უნერვო.  არას თქმა უნდა ვისწავლო, უფრო მეტი ფერების დანახვა და რაც მთავარია დაფასება მჭირდება ამისთვის.
დეპრესიები დიდხანს ვერ ძლებენ. მთელი 21 წელი კომრომისია. ყოჩაღ, ღმერთო!

p.s. ძალიან მომწონს ეს ადგილი, თავშესაფარია, ბებია მერის ძველ სახლს მაგონებს, ფერმიდან რომ მოვდიოდით და გზაში წვიმამ რომ მოგვისწრო, და სახლში რომ შევედით და ცეცხლი დამინთო …და პურები გამომიცხო.

I guess I like it in here better.